კითხვები და პასუხები

რომელ მიმართულებებზე მუშაობთ?

სამხრეთ კავკასიასა და ევროპას შორის სახმელეთო გადაზიდვებზე. მიმართულებების ჩამონათვალი მუდმივად ფართოვდება. თუ თქვენი მიმართულება ჯერ არ არის, მოგვწერეთ და შეგატყობინებთ, როცა დაემატება.

მართლა 0% საკომისიო?

დიახ. ჩვენ არ ვიღებთ წილს გარიგებიდან და ფასის დაწესებაში არ ვერევით. ეს არ არის დროებითი აქცია - ეს ჩვენი პოზიციაა: ჩვენი შემოსავალი არ უნდა იზრდებოდეს მაშინ, როცა თქვენ გეჩქარებათ.

რა ღირს ქარვასლა იმპორტიორი და ექსპორტიორი კომპანიებისთვის?

ტვირთის მფლობელისთვის საწყის ეტაპზე საკუთარი ტვირთებისთვის სარგებლობა უფასოა.

რა ღირს ქარვასლა ფორვარდერი და გადამზიდავი კომპანიებისთვის?

გადამზიდავის / ფორვარდერის პაკეტი ღირს 149 ლარი სამი თვით, ერთი კომპანიისთვის და ორივე საქმიანობის ჩათვლით. სატესტო ეტაპზე უფასოა. ფასიან პაკეტზე გადასვლას თავად წყვეტთ.

რა ღირს ქარვასლა ინდივიდუალური მეწარმე მძღოლისთვის?

პირველ სატესტო ეტაპზე უფასოა. თუ ფასიანი პაკეტი ამოქმედდება, პირობებს წინასწარ გაგაცნობთ. რეგისტრაცია მოგვიანებით გაიხსნება.

დამიბრუნდება თანხა, თუ ქარვასლა ჩემთვის ეფექტიანი არ აღმოჩნდება?

თანხის დაბრუნების გარანტია მოქმედებს მხოლოდ პირველ ფასიან სამთვიან პერიოდზე, რომელიც ფასიანი პაკეტის გააქტიურებიდან აითვლება. მოთხოვნა მიიღება მისი დასრულების შემდეგ, მომდევნო 7 კალენდარულ დღეში. უფასო სატესტო ეტაპი ამ ვადაში არ შედის.

როგორ გადავიხადო სარგებლობის საფასური?

გადახდა ხდება ინვოისის საფუძველზე, თქვენ მიერ არჩეული პაკეტის შესაბამისად.

რამდენი დრო სჭირდება რეგისტრაციას?

რეგისტრაციას რამდენიმე წუთი სჭირდება. საჭირო დოკუმენტების წარდგენიდან ვერიფიკაცია ერთ სამუშაო დღეში დასრულდება.

როგორ მიმდინარეობს ვერიფიკაციის პროცესი?

ნაბიჯი 1. რეგისტრაცია

ქმნით ანგარიშს, უთითებთ კომპანიის მონაცემებს და ირჩევთ საქმიანობის კატეგორიას.

ნაბიჯი 2. დოკუმენტების წარდგენა

ტვირთავთ თქვენი კატეგორიისთვის სავალდებულო დოკუმენტებს და ადასტურებთ საკონტაქტო ინფორმაციას.

ნაბიჯი 3. შემოწმება

ქარვასლის გუნდი ამოწმებს კომპანიის რეგისტრაციას, წარმომადგენლის უფლებამოსილებას, დოკუმენტების ნამდვილობას, მოქმედების ვადებსა და შესაბამისობას.

ნაბიჯი 4. გადაწყვეტილება

შემოწმების შედეგად იღებთ ერთ-ერთ სტატუსს:

ვერიფიცირებული - ყველა სავალდებულო მოთხოვნა დაკმაყოფილებულია.

საჭიროა დაზუსტება - ინფორმაცია ან დოკუმენტები არასრულია.

ვერიფიკაციაზე უარი - სავალდებულო მოთხოვნები ვერ დაკმაყოფილდა.

ნაბიჯი 5. საქმიანობის დაწყება

ვერიფიკაციის წარმატებით დასრულების შემდეგ იღებთ წვდომას თქვენი კატეგორიის შესაბამის ფუნქციებზე.

როგორ მოწმდება იმპორტიორ-ექსპორტიორი?

თუ იმპორტიორი ან ექსპორტიორი კომპანიის სახელით რეგისტრირდებით, საჭიროა:

იურიდიული სტატუსი - კომპანიის რეგისტრაციისა და აქტიური სტატუსის შემოწმება საჯარო რეესტრში.

კომპანიის იდენტიფიკაცია - საიდენტიფიკაციო კოდის, დასახელებისა და საკონტაქტო მონაცემების დადასტურება.

წარმომადგენლის უფლებამოსილება - დადასტურება, რომ კომპანიის სახელით მოქმედების უფლება გაქვთ.

როგორ მოწმდება გადამზიდავი?

თუ გადამზიდავი კომპანიის სახელით რეგისტრირდებით, საჭიროა:

იურიდიული სტატუსი - კომპანიის რეგისტრაციისა და აქტიური სტატუსის შემოწმება საჯარო რეესტრში.

სატრანსპორტო ნებართვები - შესაბამისი გადაზიდვებისთვის აუცილებელი მოქმედი ნებართვები და ავტორიზაციები.

CMR პასუხისმგებლობის დაზღვევა - მოქმედი სადაზღვევო პოლისი, მისი ვადისა და დაფარვის პირობების შემოწმებით.

როგორ მოწმდება ფორვარდერი?

თუ ფორვარდერი კომპანიის სახელით რეგისტრირდებით, საჭიროა:

იურიდიული სტატუსი - კომპანიის რეგისტრაციისა და აქტიური სტატუსის შემოწმება საჯარო რეესტრში.

ფორვარდერის პასუხისმგებლობის დაზღვევა - მოქმედი სადაზღვევო პოლისი, მისი დაფარვისა და მოქმედების ვადის შემოწმებით.

სატრანსპორტო ნებართვები - თუ საკუთარი ან კომპანიის კანონიერ სარგებლობაში არსებული მანქანებითაც ახორციელებთ გადაზიდვებს.

CMR პასუხისმგებლობის დაზღვევა - თუ თავად ახორციელებთ გადაზიდვებს.

ფორვარდერის პასუხისმგებლობის მოქმედი დაზღვევა სავალდებულოა. მის გარეშე ფორვარდერად რეგისტრაციას ვერ გაივლით.

როგორ მოწმდება ინდივიდუალური მეწარმე?

თუ ინდივიდუალური მეწარმე ხართ და თავად ახორციელებთ გადაზიდვებს, საჭიროა:

იურიდიული სტატუსი - ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაციისა და აქტიური სტატუსის დადასტურება.

მართვის მოწმობა - შესაბამისი კატეგორიის მოქმედი მართვის მოწმობა.

სატრანსპორტო საშუალების დოკუმენტები - რეგისტრაციის მოწმობა და საკუთრების ან კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

სატრანსპორტო ნებართვები - შესაბამისი გადაზიდვისთვის აუცილებელი ნებართვები.

CMR პასუხისმგებლობის დაზღვევა - მოქმედი სადაზღვევო პოლისი.

სამი რეკომენდაცია - იმ კომპანიებისგან, რომლებსაც მანამდე გაუწიეთ სატრანსპორტო მომსახურება.

ინვოისის ნიმუში - მომსახურების ოფიციალურად გაფორმების შესაძლებლობის დასადასტურებლად.

ინდივიდუალური მეწარმეების რეგისტრაცია ქარვასლაზე საწყის ეტაპზე ხელმისაწვდომი არ იქნება და მოგვიანებით დაემატება.

ვერიფიკაცია ერთჯერადი პროცესია?

არა. ქარვასლა აკონტროლებს ყველა სავალდებულო ვადიანი დოკუმენტის მოქმედებას და საჭიროების შემთხვევაში ითხოვს მათ განახლებას.

თუ რომელიმე სავალდებულო დოკუმენტს ვადა გაუვა, შესაბამისი საქმიანობა დროებით შეგეზღუდებათ, სანამ განახლებულ დოკუმენტს არ წარადგენთ და ის ხელახლა არ გადამოწმდება.

ვერიფიკაციის წესები ყველასთვის ერთნაირია - გამონაკლისების გარეშე.

შემიძლია რეიტინგში გადახდით ავიწიო?

არა. რეიტინგი მხოლოდ შესრულებული საქმით მოიპოვება და ეს წესი არ შეიცვლება.

ხილვადობის გაძლიერება შესაძლებელია, მაგრამ ფასიანი ადგილი ყოველთვის მონიშნულია - რეკლამა რჩევად არასდროს გამოიყურება.

რა ხდება, თუ დავა წარმოიშვა?

ორივე მხარეს ერთნაირად ვუსმენთ. ვაგროვებთ დოკუმენტებსა და მიმოწერას, ვაფიქსირებთ ფაქტებს და ვამზადებთ დასკვნას. განხილვის შედეგი აისახება ორივე მხარის ისტორიაში.

რა პასუხისმგებლობას იღებს ქარვასლა, თუ მეორე მხარე შეთანხმებას არ შეასრულებს?

ქარვასლა გარიგების მხარე არ არის და მხარეების მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე პასუხისმგებლობას არ იღებს. პირობებს თავად ათანხმებთ და მეორე მხარესთან პირდაპირ თანამშრომლობთ.

თუმცა, თუ თქვენი შეთანხმება პლატფორმაზე დოკუმენტურად არის დადასტურებული და მოგვიანებით ფიქრობთ, რომ მეორე მხარემ თქვენი ნდობით ბოროტად ისარგებლა, პირველადი იურიდიული კონსულტაციით უფასოდ დაგეხმარებით.

თუ სამართლებრივი დავის გაგრძელებას გადაწყვეტთ, დამატებითი იურიდიული მხარდაჭერის პირობებსა და საფასურზე ცალკე შევთანხმდებით.

ამ მხარდაჭერით სარგებლობისთვის აუცილებელია, შეთანხმება პლატფორმაზე იყოს დადასტურებული. პლატფორმის გარეთ დადებულ და მასზე დაუდასტურებელ შეთანხმებებზე იურიდიულ მხარდაჭერას ვერ შემოგთავაზებთ.

ვინ დგას ქარვასლის უკან?

ქართული გუნდი, რომელსაც ლოგისტიკაში მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. პლატფორმა UNDP-ის Greennovation პროგრამის მხარდაჭერით შეიქმნა.